საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში NATO-ში გამართული შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით მიაღწია.
მთავრობის მეთაურმა, რეფორმების განხორციელების პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ NATO-ში გვქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი. კიდევ ერთხელ მოხდა შეჯამება იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყველამ ერთად მივაღწიეთ თავდაცვის, უსაფრთხოების მიმართულებით. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.