ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა

ვაშლიჯვრის და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი გააქტიურდა. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვაშლიჯვრის/ნუცუბიძის გზა უკვე ორმხრივად გადაკეტეს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშული წლების განამვალობაში მიდებარე სამუშაოებმა, ბუნებრივმა ფაქტორებმა გამოიწვია.

"მერიის სამსახურებთან ერთად ჩართულები არიან დარგის სპეციალისტები, შესაბამისი უწყებები. მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდეს უსაფრთხოების მიზნით. მონიტორინგი ხორციელდება. კვლევა-პროექტირება უკვე მიმდინარეობს. პირევლადი მონაცმეების მიღების შემდეგ მოხდება სამუშაოების დაწყება. მედიას ვთხოვ, ნუ შექმნიან ისეთ ფონს, თითქოს ისეთი რამ ხდება, რის დამალვასაც მერია ცდილობს. რამდენიმე დღის გაკეთა მეიამ ამ ტემაზე. რამდენიმე დღის წინ, მეწყერის შესახებ პირველი ინფორაცია მოსახლეობას ჩვენ მივაწოდეთ.

ეს ერთი ფაქტის გამო არ მომხდარა. წლების განამვალობაში მიდებარე სამუშაოებმა, ბუნებრივმა ფაქტორებმა, გეოლოგიურმა პორცესება გამოიწვია.

რადგან მეწყრეული პროცესის გამომწვევი მიზეზი ჯერ ცნობილი, არაა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობა არ დგას. ეს გზა არის დედაქალაის ერთ-ერთი მთავარი კვანძი და პირველი ამოცანაა ამ გზის უსაფრთხოდ გახსნა", - თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.