დავით ზალკანიანი: ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული ფუნქციონალური პარლამენტი

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც მიიღო მანდატი", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ზალკანიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები ევროპარლამენტში და ყველამ ერთად ვიხილეთ მათი მკაფიო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და არჩევნებს აქვს მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ამასთანავე, ყველა მეგობარი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში

„ევროკავშირში ჩვენი ვიზიტის შეჯამებისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის შეფასებები, რომლებიც მოვისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნები არჩევნების თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიხილეთ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია მრავალპარტიული ფუნქციონალური პარლამენტი, სადაც უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტია, რომელმაც მიიღო მანდატი. ეს იყო მკაფიო გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირის კომისიის მხრიდან, არამედ ევროპარლამენტის მხრიდან. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები ევროპარლამენტში და ყველამ ერთად ვიხილეთ მათი მკაფიო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და არჩევნებს აქვს მაღალი საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ყველა ჩვენი მეგობარი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, შევიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა ზალკალიანმა.