სალომე ზურაბიშვილი: თუ გვინდა, იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება ამ პანდემიას, აუციელებელია ვაქცინა გამოვიყენოთ

"თუ გვინდა, იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მოჰყვება ამ პანდემიას, აუციელებელია ეს საშუალება (ვაქცინა) გამოვიყენოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაქცინის გაკეთების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინა ურიგოდ გაიკეთა.

"მე დღეს ურიგოდ გავიკეთე აცრა. რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელმაც უნდა გაიკეთოს.

ჯერ არის ექიმებისა და ექთნების რიგი და იმ მედპერსონალის, ვინც ეს თვეები ძალიან მძიმედ გაიარა. ნამდვილად საჭიროა ისინი აიცრან, რომ გადამდებები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ მათზე არის ბევრი რამ დამოკიდებული.

მერე დაიწყება შემდეგი გჯუფების რიგიც. თუ გვინდა რომ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რომელიც მთელს მსოფლიოში მოჰყვება ამ პანდემიას, აუცილებელია ეს საშუალება (ვაქცინა) გამოვიყენოთ. რამეთუ დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ და კიდევ სხვასაც", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ვაქცინა გაიკეთა