საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო.
1-ლი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები და კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
"1-ლი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ ბავშვთა გასათრობ ცენტრებსა და კინოთეატრებს", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა.