20 ივნისს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ზე დაწერა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო ოპიზიციურ ფრაქცია "აყვავებული სომხეთის" ლიდერთან, გაგიკ წარუკიანთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისთვის „საუკეთესო გზა“ არის.
„რამდენიმე წუთის წინ შევხვდი პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
სომხეთის პრეზიდენტთან, ფრაქცია „ჩემი ნაბიჯის“ წევრებთან, ფრაქცია „ნათელი სომხეთის“ წევრებთან შეხვედრებზე განხილული საკითხებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისს სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება“, - წერს ფაშინიანი.