მთავრობამ ჩინურ Sinopharm-თან ვაქცინის შემოტანის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა

"დასრულდა მოლაპარაკება Sinopharm-ზე, ჩინურ ვაქცინაზე, ქვეყანაში გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებით", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციაში ჩართულ პირთა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.

„ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინის შემოტანა იგეგმება. საუბარია ინდოეთში მოლაპარაკებების გარკვეულწილად დასრულებაზე. დასრულდა მოლაპარაკება Sinopharm-ზე, ჩინურ ვაქცინაზე, ქვეყანაში გარკვეული დოზების შემოტანასთან მიმართებით. ჩინეთის მოსახლეობა ამ ვაქცინით არის აცრილი. მოგეხსენებათ, Sinopharm-სა და Sinovac-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნებათ. Sinopharm-ს ​რამდენიმე ევროპული ქვეყნის ავტორიზაცია აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.