გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა

ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

"დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ წ. შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიტიკოსს ბრალდება ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ წაუყენეს.

ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სამართალდამცველებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს.

ის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.