ავღანეთში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაიდან-ვარდაკის პროვინციაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, დაღუპულთა შორის ეკიპაჟის წევრები და ავღანეთში უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები არიან.
კატასტროფის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.
Reuters-ის ინფორმაციით, ვერტმფრენს აფრენისას რაკეტა დაეჯახა.