უკრაინაში ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს

ოდესაში ქართველების ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დაჯგუფება გამოძალვისა და ყაჩაღობის რამდენიმე ეპიზოდში არის მხილებული.

როგორც ცნობილია, დაჯგუფებას კანონიერი ქურდი ლევან მირცხულავა ხელმძღვანელობდა, რომელიც კრიმინალური საზოგადოებაში ცნობილია როგორც "პუჭურას" ან "ლევან სუხუმსკი".

ლევან მირცხულავა ბოლო წლებში უკრაინიდან ორჯერ გააძევეს - 2013 და 2017 წლებში.