დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დედამიწაზე არ არსებობს ისეთი წამალი და ვაქცინა, რომელსაც გვერდითი მოვლენა არ ექნება და ეს ექიმებბმა უკეთესად უნდა იცოდნენ.
როგორც იმნაძემ განაცხადა, აცრილთა შორის დაფიქსირდა ალერგიული რეაქციის გამოვლენის ერთი შემთხვევა, ექიმთა ნაწილს, კი ვაქცინაციის შემდეგ 39 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რაც იმნაძის განმარტებით, აბსოლუტურად ნორმალურია.
,,რა თქმა უნდა, გვერდითი მოვლენა არსებობს. მე, მაგალითად, გვერდითი მოვლენის სახით მქონდა მკლავის ტკივილი, დღესაც მაქვს შენარჩუნებული, მქონდა დაღლილობის შეგრძნება მხოლოდ მეორე დღეს და მეორე დღის საღამოს მქონდა სახსრის ტკივილი, რაც წერია ყველას რომ აძლევენ მითითებებში. ჩემი კოლეგები, ვიცი რამდენიმე, ვისაც ჰქონდა 39 გრადუსი ტემპერატურა აცრის შემდეგ, ესეც ნორმალურია და პარაცეტამოლი არის საჭირო ამ შემთხვევაში.
ალერგიული რეაქციაც გვქონდა უკვე ერთი, საკმაოდ ისეთი ალერგიული რეაქცია იყო. ისეთი რამე არ არსებობს დედამიწაზე, არ არსებობს ვაქცინა, წამალი, რომელსაც რაღაც გვერდითი მოვლენა არ ექნება. აქ ლაპარაკია რისკის, ზიანის შეფასებაზე და სარგებლის შეფასებაზე. ყველაფერი შეიძლება იყოს, ნებისმიერ სამედიცინო მანიპულაციას შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ზოგი ხშირია, ზოგი უკიდურესად იშვიათია, მაგრამ ყველაფერი ხდება. ფაქტი არის ერთი, რომ თუ არ ავიცრებით, ეს არის გაცილებით უარესი, ვიდრე თუ ავიცრებით და რისკების შეფასება არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს ექიმებმა უკეთესად უნდა იცოდნენ, ვიდრე სხვებმა,“- განაცხადა იმნაძემ.