საჯარო რეესტრმა იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად დაარეგისტრირა. . ის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას რაგბის კავშირი ავრცელებს.
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან:
რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 24 თებერვალს ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო. განმეორებითი არჩევნები 10 მარტს ჩატარდა და მასზე რეგისტრირებულმა 25-მა სუბიექტმა, ჯამში 42-მა (74-იდან) პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე აირჩია.