ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ზაფხულში დაგეგმილი ფრენების ნაწილი გააუქმა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ფრენების გაუქმების მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებია.
ავიაკომპანია მგზავრებს დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ავტომატურად შეატყობინებს და შესთავაზებს ბილეთის გადაცვლას, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნებით ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნებით.
,,საავიაციო ინდუსტრიაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ფრენების სიხშირეები სამოგზაურო სეზონების, კონკრეტულ პერიოდში აქტუალური მიმართულებებისა და გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების მიხედვით იცვლება. Wizz Air-მა ქუთაისიდან 2021 წლის ზაფხულის სეზონზე ფრენები რამდენიმე მიმართულებით შეაჩერა.
ამ ცვლილების შედეგად დაზარალებულ მგზავრებს ავტომატურად მიუვათ შეტყობინება ცვლილების შესახებ და შეთავაზება ბილეთის გადაცვლის, თანხის 100%-ის ბარათზე დაბრუნების ან 120%-ის Wizz Air-ის ანგარიშზე დაბრუნების შესახებ,"- განაცხადა ავიაკომპანიის კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ.