თბილისის მერიის ცნობით, 24 ოქტომბრიდან სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და საქალაქო-საუბნო მარშრუტები ამოქმედდება. კერძოდ, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ემატება ახალი ხაზები, ახალი ნომრებით. მერიის ცნობით, ისინი უბნების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება:
სწრაფი სატრანზიტო საავტობუსე მარშრუტი #301 – პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 11 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #332 – ნუცუბიძის IV მ/რ -დან თბილისი ცენტრალის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 10 ავტობუსი 12-წუთიანი ინტერვალით;
საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #385 – ვაკის და საბურთალოს რაიონში. მარშრუტზე წრიული პრინციპით იმოძრავებს 7 ავტობუსი 6- წუთიანი ინტერვალით;
საქალაქო საავტობუსე მარშრუტი #334 – წყნეთიდან მეტრო დელისის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 8 ავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
საუბნო მარშრუტი #401 – მეტროსადგურ სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 5-წუთიანი ინტერვალით;
საუბნო მარშრუტი #402 – ვაკის რაიონის რამდენიმე ქუჩა. მარშრუტზე იმოძრავებს 2 მიკროავტობუსი 15-წუთიანი ინტერვალით;
საუბნო მარშრუტი #404 – მეტროს სადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტიდან” უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე იმოძრავებს 3 მიკროავტობუსი 7-წუთიანი ინტერვალით;
საუბნო მარშრუტი #405 – ნუცუბიძის V მიკრორაიონიდან მეტრო დელისის მიმართულებით. მარშრუტზე 5-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
საუბნო მარშრუტი #447 – აბულაძის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით. მარშრუტზე 6-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 7 მიკროავტობუსი;
საუბნო მარშრუტი #466 – შატბერაშვილის ქუჩიდან, თბილისი ცენტრალის მიმართულებით. მარშრუტზე 4-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს 12 მიკროავტობუსი.
თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, სწრაფ სატრანზიტო დერეფანზე იმოძრავებს 12-მეტრიანი ავტობუსები, საქალაქო მნიშვნელობის მარშრუტებზე მოძრაობს 8 და 10–მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მნიშვნელობის მარშრუტებზე 6-მეტრიანი ე. წ. მიკროავტობუსები.