მიმდინარე თვეს ევროპაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ალიანსის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყება და ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
სწავლება გულისხმობს, უფრო მეტი NATO-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ჩართვას სწავლებაში, ვიდრე 2020 წელს იყო დაგეგმილი.
27 ქვეყნის 28 000-ზე მეტი მრავალეროვნული სამხედრო ძალა განახორციელებს თითქმის ერთდროულ ოპერაციებს ათზე მეტი ქვეყნის 30-ზე მეტი სასწავლო ადგილას.
ის ასევე მოიცავს აშშ-ს საჰაერო ძალებისა და აშშ-ს საზღვაო ძალების მნიშვნელოვან მონაწილეობას.
სასწავლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილი მაისში ჩატარდება და სწავლება ივნისში დასრულდება აშშ-ს ბაზაზე განთავსებული ძალებისა და აღჭურვილობის გადანაწილებით.
1. სწრაფი რეაგირება მოიცავს სადესანტო ოპერაციებს ესტონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 7000-ზე მეტი ჯარისკაცი 11 ქვეყნიდან.
2. დაუყოვნებლივი რეაგირება (მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე) 8 ქვეყნის 5000-ზე მეტი ჯარისკაცი განთავსდება 12 სხვადასხვა ქვეყნის 31 საწვრთნელ ზონაში. ასევე ჩატარდება ერთობლივი ლოგისტიკური ოპერაცია .
3. Saber Guardian (მაისის შუა რიცხვებიდან ივნისის დასაწყისამდე) - 19 ქვეყნის 13 000-ზე მეტი სამხედრო წევრი ჩაატარებს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ოპერაციებს.
,,ევროპის დამცველი 21“ არის აშშ-ის მეთაურობით მიმდინარე მრავალეროვნული ერთობლივი სწავლება, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის, NATO–ს და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და ურთიერთქმედების გაძლიერებას.