ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოკვლელებით დადასტურდა, რომ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სააგენტომ განაცხადა, რომ აგრძელებდა შესაძლო კავშირების ძიებას თრომბებსა და ვაქცინებს შორის, თუმცა გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.
კვლევები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც რამდენიმე ევროპის ქვეყანამ ვაქცინაცია დროებით შეაჩერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ხუთშაბათს მოუწოდა ქვეყნებს, განაგრძონ ვაქცინის გამოყენება.