ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს

30 წლამდე ექთანს, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „AstraZeneca-ს“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

როგორც ცნობილია, პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

ახალციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.