პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კონსილიუმი მიმდინარეობს.
საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია.
კონსილიუმს ექიმების მულტიპროფილური გუნდი, სხვადასხვა კლინიკების იმუნოლოგები და ნევროლოგები ესწრებიან. კონსილიუმის საფუძველზე მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.