ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიცავს კანონმდებლობას, რომელიც ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მონაწილე სუბიექტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.
მისივე განცხადებით, დეპარტამენტი კვლავ აფრთხილებს გაზსადენის პროექტში ჩართულ კომპანიებს, რომ მათ სანქციებს დაუწესებს.
,,როგორც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპისთვის ცუდი გარიგებაა. სახელმწიფო დეპარტამენტი გაზსადენის მშენებლობის დასრულების მცდელობებს აფიქსირებს და ამ პროექტში ჩართულ კომპანიებზე ინფორმაციას იღებს.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დაიცავს კანონმდებლობას, რომელიც ამ პროექტში მონაწილე სუბიექტებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ჩრდილოეთის ნაკადი-2“ რუსეთის გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ევროპის დაყოფასა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დასუსტებისკენ არის მიმართული.
სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ აფრთხილებს გაზსადენის პროექტში ჩართულ კომპანიებს, რომ მათ აშშ სანქციებს დაუწესებს. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ გაზსადენზე მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.