საფრანგეთში ერთთვიანი კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟან კასტექსის განცხადებით, ქვეყნის16 დეპარტამენტში ერთი თვით კარანტინის რეჟიმი გამოცხადდა.

კარანტინის პერიოდში დახურული იქნება მაღაზიები. აღნიშნული შეზღუდვა სასურსათო მაღაზიებზე არ გავრცელდება. გარდა ამისა, აიკრძალება გადაადგილება იმ დეპარტამენტებს შორის, სადაც კარანტინი დაწესდება.

აღსანიშნავია, რომ კარანტინი ასევე გამოცხადდა ილ-დე-ფრანსის რეგიონში, რომლის შემადგენლობაში საფრანგეთის დედაქალაქი შედის.

„თუ საჭირო გახდება, შემზღუდავი ზომები სხვა დეპარტამენტებშიც დაწესდება. კარანტინის რეჟიმი 20 მარტს ამოქმედდება. გარდა ამისა, კომენდანტის საათი 18:00 საათის ნაცვლად, 19:00 საათიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა ჟან კასტექსმა.