ესპანეთი და იტალია მოსახლეობის AstraZeneca-თი ვაქცინაციას განაახლებენ. კონკრეტულად კი იტალია ვაქცინით მოქალაქეების აცრას პარასკევიდან დაიწყებს.
გადაწყვეტილება იტალიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროპის წამლის სააგენტომ ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა.
ხოლო ესპანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის AstraZeneca-თი ვაქცინაცია 24 მარტს კვლავ დაიწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო.
ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
„საუბარია უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინაზე. AstraZeneca-ს ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მის შესაძლო რისკებს აღემატება“, - განაცხადა ემერ ქუკმა.