ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და AstraZeneca-ს ვაქცინაციის პროცესში წარმოქმნილი გართულების შესახებ შემდეგი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება ინფორმაცია.
„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ეს ყველაფერი „რეპორტის“ სახით გადავცეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რაც აუცილებლად განხორციელდება შემდეგი 24 საათის განმავლობაში. კომიტეტმა უნდა იმუშაოს, დასკვნა დადოს და მე მათ დასკვნას გავიზიარებ”, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ახალციხეში, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. შემთხვევის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა მანამდე გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება,განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.