ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ბრიუსელში ბრუნდება და მოლაპარაკებების შედეგებს შარლ მიშელს გააცნობს. კრისტიან დანიელსონმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი, თითქმის ათსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
დიპლომატის თქმით, ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კრიზისთან დაკავშირებული საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო.
„კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ევროპული მისწრაფებებისთვის. იმედი მაქვს, რომ ახლა პარტიები სერიოზულად დაფიქრდებიან იმ გზაზე, რომელიც არის გასავლელი და ექნებათ სურვილი, რომ კომპრომისზე წავიდნენ, ეს კი იმის საშუალება იქნება, რომ მედიაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს და მჯერა, რომ ამის ღირსია ქართველი ხალხი“, - აღნიშნა დანიელსონმა.