„ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშობის შედეგად ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა და ღია ევროპული სტანდარტი ქართულ საზოგადოებას, ამაში კი დამნაშავე „ქართული ოცნებაა“, - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რა არის ევროპული ინტეგრაცია და დასავლეთმა ნახა, „ვისთან აქვთ საქმე“.
გიორგი ვაშაძე მოლაპარაკებებს უშედეგოს უწოდებს.