გიგა ბოკერია: ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო

„ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო, მაგრამ განსკუთრებით სრულიად, მე ვიტყოდი პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებსა და ვადამდელ არჩევნებზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დაგეგმილი, მშვიდობიანი აქციების გაგრძელება მნიშვნელოვანია.

„ბუნებრივია, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხები დარჩება საკვანძო თემად ქართული საზოგადოებისთვის და აქედან გამომდინარე თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის ევროკავშირისთვის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.