ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, კრიზისი საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხეში აგდებს.
უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირს კარგად ესმის კრიზისის სიმძიმე
როგორც ცნობილია, 22 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე იმსჯელებენ.
,,კრიზისი საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და საერთაშორისო რეპუტაციას საფრთხეში აგდებს”, - განაცხადა ბორელიმ
ცნობისთვის, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად 1 მარტიდან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იმყოფებოდა.
12 მარტს საქართველოს შარლ მიშელის წარმომადგენელი, დიპლომატი კრისტიან დანიელსონი ეწვია, რომელსაც მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი უნდა წარემართა, თუმცა 7 დღიანი ვიზიტი ფარგლებში მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
როგორც დანიელსონმა განაცხადა, კრიზისის გადაწყვეტა დამოკიდებულია საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებზე და იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს კომპრომისის სურვილი ექნებათ.
დანიელსონი უკვე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ის შარლ მიშელს შეხვდება და მოლაპარაკებების შედეგებს გააცნობს.