კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი გარდაიცვალა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გუშინ განაცხადა, ექთანს ვაქცინაციის შემდგომ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რომელიც ნებისმიერი ვაქცინაციის დროს შეიძლება მოხდეს.
ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანება, განადგურების ფაქტზე, ორი პირი დააკავა, თუმცა ისიმი მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.