კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ქედაში, ხულოში, ხელვაჩაურსა და შუახევში დროებით შეჩერდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, 15:00 სააათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, სადაც ვაქცინაციის შეჩერების მიზეზებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.
Europetime-თან საუბარში აჭარის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელებმა ასევე აღნიშნა, რომ ბათუმსა და ქობულეთში ვაქცინაცია ჩვეულებრივ გრძელდება.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტს კი ვაქცინაცია დაიწყო.