თამარ გაბუნია: სამწუხაროა, რომ ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ანაფილაქსიური რეაქციების სიაში

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური მაჩვენებლებლების რეაქციების გამოვლენის სიაში საქართველო ერთ-ერთი პირველი მოხვდა.

როგორც გაბუნია აცხადებს, ვაქცინაციის გვერდით მოვლენებში აქამდეც იყო მითითებული, რომ ანაფილაქსიური მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.

,,ის, რომ ანაფილაქსიური მაჩვენებლები ფიქსირდებოდა, ამის შესახებ ვაქცინის გვერდით მოვლენებში აქამდეც მითითებული იყო. სამწუხაროა, რომ ჩვენ ძალიან ადრე და ერთ-ერთი პირველები მოვხვდით ამ ანაფილაქსიური რეაქციების სიაში და გამოსავალიც ასეთი ცუდი მივიღეთ", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესის შემდგომ გვერდითი მოვლენებით ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი ექთანი დღეს გარდაიცვალა.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ პაციენტს მძიმე რეაქცია გუშინ განუვითარდა.

ექთნის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.