"27 წლის მედდა მეგი ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, ხოლო დათა პაპა - ოკუპაციის. არ დაგვავიწყდებით", - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 27 წლის მედდისა და 88 წლის დათა პაპას გარდაცვალების ფაქტს. აღნიშნული მან Facebook-ზე დაწერა.
"მინდა, გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება საქართველოს ღირსეული მოქალაქეების, მეგი ბაქრაძის და დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.
27 წლის მედდა მეგი ჩემთვის კორონა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ დარჩება, ხოლო დათა პაპა - ოკუპაციის. არ დაგვავიწყდებით“, - წერს ნინო ლომჯარია.