ვაქცინაციის პროცესი, რომელიც აჭარის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შეჩერდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესი, რომელიც ხულოში, ქედაში, ხელვაჩაურსა და შუახევში შეჩერდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაგრძელდება.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე გაბუნიამ განაცხადა, უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვაქცინაცია გაგრძელდეს კონცეტრირებულად მრავალპროფილურ სტაციონარებში და სწორედ ამას უკავშირდება აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ამბულატორიულ დონეზე ვაქცინაციის შეჩერება.

ცნობისთვის, დღეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ქედაში, ხულოში, ხელვაჩაურსა და შუახევში დროებით შეჩერდა.

ბათუმსა და ქობულეთში კი ვაქცინაცია ჩვეულებრივ გრძელდება.