საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება. რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა კულტურის, სპორტის და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას კენჭი უყარა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანის დანიშვნის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.