"ბატონი დათა წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და მცოცავ ოკუპაციასთან ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო და მაგალითი იყო", - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა პაპას გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მწუხარებას გამოვთქვამთ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები, ბატონი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.
ბატონი დათა წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და მცოცავ ოკუპაციასთან ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო და მაგალითი იყო
საოკუპაციო პოლიტიკისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შედეგად, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა. ოჯახებს მოუწიათ გაყოფა და საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს ცხოვრება. ამასთან, გრძელდება უკანონო დაკავებები და ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა სამწუხაროდ კრიტიკულია.
გულწრფელად ვუსამძიმრებთ ბატონი დათას ოჯახს!", - წერს ზალკანიანი.