გვერდითი მოვლენების კომიტეტში ერთ-ერთი კლინიკიდან შემოსულია ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალთან ანაფილაქსიური შოკი დაფიქსირდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებას საჭიროებს. ახალგაზრდა ქალი თავს კარგად გრძნობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ გავცემ, მაგრამ ვადასტურებ, რომ კიდევ ერთ ახალგაზრდა ქალს ჰქონდა ანაფილაქსიური შოკი. ასეთი ინფორმაცია შესულია გვერდითი მოვლენების კომიტეტში. კლინიკამ დაწერა ასეთი დიაგნოზი, თუმცა საბოლოო სიტყვა, ნამდვილად იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, გვერდითი მოვლენების კომიტეტს ეთქმის. იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დადასტურებას საჭიროებს. ეს ახალგაზრდა ქალი ახლა კარგად არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.