ლიეტუვის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად", - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელი მოლაპარაკებების ჩაშლის საკითხს ეხმიანება და Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

"შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა და კრისტიან დანიელსონის ხელმძღვანელობით გამართული მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის.

ფართო პოლიტიკური კონსენსუსი და ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებებისთვისა და დემოკრატიული მიღწევების დასაცავად მნიშვნელოვანია.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გადადგას დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად" - წერია სამინისტროს განცხახებაში.