ხურვალეთში დათა ვანიშვილის ოჯახს  სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საოკუპაციო ხაზთან დათა ვანიშვილის ოჯახის მონახულების მიზნით ხურვალეთში იმყოფებოდა.

სახელმწიფო მინისტრმა ოჯახს კიდევ ერთხელ პირადად მიუსამძიმრა, მათი საჭიროებებით დაინტერესდა და სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა აღუთქვა.

თეა ახვლედიანი ვანიშვილების ოჯახთან შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მამუკა საღარეიშვილთან ერთად იმყოფებოდა.