რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზადაა ამერიკელ კოლეგას ჯო ბაიდენს მისთვის ხელსაყრელ, ნებისმიერ დროს ესაუბროს.
ამ სიტყვებით, კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვის ამერიკელი კოლეგის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ჯო ბაიდენი პუტინთან ღია დებატებს ჯორჯიის შტატში სამუშაო ვიზიტის გამო ვერ შეძლებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვდერის ორგანიზება ვიდეოკონფერენციის საშუალებითაც შეიძლება.