აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკი ბრიუსელში გაემგზავრება და 22-25 მარტს NATO-ს მინისტერიალს დაესწრება. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ადასტურებს აშშ-ის ერთგულებას მოკავშირეებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი.
როგორც დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბლინკენი შეხვდება NATO-ს მოკავშირეებსა და ალიანსის გენერალურ მდივანს სტოლტენბერგს.
ამასთანავე, ის შეხვდება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს და ბელგიის ოფიციალურ პირებს.
ბლინკენი ვაშინგტონში 25 მარტს დაბრუნდება.