საქართველოს პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"დ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა), 265-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2731-მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა კულტივირება და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ დ.კ.-ს მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერის განზრახ დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის განსაზღვრის მიზნით დანიშნულია საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა, რომლის დასკვნის მიღების შემდეგ, შესაძლოა დ.კ.-ს ბრალდება დაუზუსტდეს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა", - ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.