ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი გახდა.
როგორც ცნობილია, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს, 19 მარტს, ქალაქ დარ-ეს-სალამში გაიმართა.
”მე, სამია სულუჰუ ჰასანი, ვფიცავ და საზეიმოდ ვამტკიცებ, რომ ტანზანიის რესპუბლიკის ერთგული ვიქნები და მთელი გულით ვემსახურები მას.”- თქვა სულჰუმ საპრეზიდენტო ფიცის დადების დროს.
ფიცის დადების ცერემონიალ მთავრობისა და სამხედრო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.