"მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 88 წლის დათა პაპას გარდაცვალებას ეხმიანება და მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
"მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო. ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას", - წერს ღარიბაშვილი.