პარტია "გირჩი" "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა.
"უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას.
უნდა შევეცადოთ მოვიფიქროთ გამოსავალი, თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის, მერე ნამდვილად არ ვიცი... "ქართულ ოცნებას" შევუთანხმდით და მათთან უშუალოდ დავიწყებთ საუბარს,"- აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.