გერმანიის პრეზიდენტმა Pfizer-ის ვაქცინის შემქმნელებს გერმანიის უმაღლესი ჯილდო გადასცა

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბიოტექნოლოგიური კომპანიას BioNTech-ის ხელმძღვანელებს უგურ შაჰინს და ოზლემ ტიურეჩს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნეს, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ოქროს ორდენი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ცერემონიაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი დამსახურებული მეცნიერები და გაბედული მეწარმეები არიან.

”თქვენი რევოლუციური აღმოჩენა იცავს ადამიანის სიცოცხლეს, იცავს ხალხს გაკოტრებისგან, ის უზრუნველყოფს საზოგადოების, ეკონომიკისა და კულტურის გადარჩენას”, - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ვაქცინის შექმნა გერმანული სტარტაპის დამსახურებაა, რომელსაც თურქული წარმოშობის ცოლ-ქმარი, უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი ხელმძღვანელობენ.