დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. ამის ამსახველი ფოტო მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
"ვაქცინა არის საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, იმისთვის რომ დავუბრუნდეთ იმ ცხოვრებას, რომელიც ძალიან გვაკლია", - წერს პრემიერ-მინისტრი.
მან ვაქცინის გაკეთებისკენ ყველას მოუწოდა.