ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მზად არის, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრას. ამის შესახენ ჯანდაცვის მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ვაქცინის გაკეთებას საჯაროდ აპირბს.
"დიახ, რა თქმა უნდა, მზად ვარ AstraZeneca-ს ვაქცინით ავიცრა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ.
ჩვენ გვქონდა სტრატეგია, ავცრილიყავით სხვადასხვა ვაქცინით. ჩინურ ვაქცინაზე არაერთი მითია და გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავცრილიყავი.
თუმცა, დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს კამპანია, რადგანაც, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით აღარ იყოს საკმარისი, მოსახლეობა დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.