ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა ქალთა უფლებების დაცვის ევროპული კონვენცია დატოვა

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, თურქეთმა დატოვა ევროპის საბჭოს კონცენცია, რომელიც ქალების დაცვას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სტამბოლში გაფორმებული ევროპის საბჭოს შეთანხმება ითვალისწინებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას და თანასწორობის ხელშეწყობას. ევროპის საბჭოს კონვენცია, ამავე დროს, სტამბოლის კონვენციის სახელით არის ცნობილი.

როგორც Reuters-ი წერს, თურქეთში, რომელმაც ხელშეკრულებას 2011 წელს ხელი მოაწერა, გასულ წელს, ფემიციდის ზრდა დაფიქსირდა.

თურქეთის მიერ სტამბოლიის კონვენციის დატოვების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

„ქალთა უფლებების დაცვა გარანტირებულია ჩვენი შიდა კანონმდებლობითა და კონსტიტუციით. ჩვენი სასამართლო სისტემა საკმარისად დინამიკური და ძლიერია, რომ ყველა საჭირო რეგულაციის დანერგვა უზრუნველყოს“, - ამის შესახებ თურქეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრი ზეჰრა ზუმრუტი Twitter-ზე წერს.