ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 422 ადამიანს დაუდასტურდა, 158 გამოჯანმრთელდა, 8 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254 PCR ტესტით.
ამ დროისთვის, ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 277 218 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 784, გარდაიცვალა 3 691 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: 19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.82 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.52 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.49%.
422 ახალი შემთხვევიდან 216 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 29, იმერეთი - 71, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 22, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი - 3, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 730, აჭარაში - 137, იმერეთში - 273.
მძიმე პაციენტია: 276, მათ შორის, თბილისში - 1259, აჭარაში - 19, იმერეთში - 73.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 83. მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 11.
168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 126 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 84, ხოლო აჭარაში - 19.სულ
6 ოქტომბრიდან - 19 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 727 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 498 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 201 პირი, აჭარაში - 548, იმერეთში - 897.
: