უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, 19 მარტს, უკრაინაში 27 ადამიანს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტსა ვიქტორ იანუკოვიჩს და პრემიერ-მინისტრს მიკოლა აზაროვს, სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნდა.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ოფიციალური ცნობის თანახმად, სანქცირებულ პირთა უმრავლესობა ამჟამად რუსეთის მოქალაქეა.
ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩისა და პრემიერ-მინისტრ, მიკოლა აზაროვის გარდა, სიაში მოხვდნენ უკრაინის ყოფილი თავდაცვისა და განათლების მინისტრები, ქვეყნის გენერალური პროკურორი და ასევე ბიზნესმენი სერგეი კუჩერენკო.
სანქციებით მათ ეყინებათ აქტივები, საკუთრება, ქვეყნიდან კაპიტალის გატანა ეკრძალებათ და, ასევე, ჩამოერთმევათ ყველა სახელმწიფო ჯილდო.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა სანქციების დაწერება მას შემდეგ მოითხოვა, რაც უტყუარად დაადგინა, რომ სანქცირებული პირები „ხელს უწყობდნენ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში“, ხოლო ზოგიერთი ყოფილი მაღალჩინოსანი „აფინანსებდა ტერორიზმს, პრორუსულ აქციებსა და ანტიუკრაინულ პროპაგანდას“.