ხელისუფლებასთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციამ ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
დღეიდან ხელისუფლების ოპონენტები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან, რაც რეგიონებში ჩასვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას ითვალისწინებს. 15 მაისს კი რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გეგმავს. ამ პერიოდის განმავლობაში კი აქციები სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.
„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გეგმაზე, რაც თვალისწინებს იმას, რომ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი. ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია რეგონებასა და თბილისში. ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ, რუსთაველის გამზირზე, ეს მოხდება 15 მაისს.
დიახ, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე, ეს იქნება ხისტი, უწყვეტი პროტესტი, რომელიც საბოლოოდ მიგვიყვანს იმ გამარჯვებამდე, რომელიც ქვეყანას მოუტანს სასიკეთო ცვლილებებს“,- "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი აცხადებს უდუმაშვილი.