დღეს მსოფლიოში ბედნიერიების დღე აღინიშნება

20 მარტს მსოფლიოში ბედნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნება.

20 მარტი ბედნიერების დღედ 2012 წლის 28 ივნისს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოცხადდა.

ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ადამიანის ფუნდამენტური მიზანი.

ბედნიერების დღის დაწესების ინიციატორებს თარიღი შემთხვევათ არ შეურჩევიათ. დღესასწაული მათ გაზაფხულის ბუნიაობას დაამთხვიეს, როცა დღისა და ღამის ხანგრძლივობა ერთმანეთს უთანაბრდება. ამ სიმბოლური თარიღის შერჩევით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პლანეტის მცხოვრებლებს ბედნიერებაზე ერთნაირი უფლება აქვთ.